суббота, 3 января 2009 г.

ფლორა და ფაუნა

მცენარეთაგან ორთაჭალის ტერიტორიაზე ხარობს: ძეძვი, ასკილი, შავი და წითელი კუნელი, თითუკო, ხეშავი, თაგვის სარა, ჯორის ძუა - ეფედრა, ვეილს ასპარაგუსი, ჭარელა, ცხრატყავა, თრიმლი, ნუში, ბროწეული, კატაბალახა, ატრაფაქსისი, ღვია, ბერყენა, ბექქონდარა (ენდემური) ყაყაჩო, ველური ხახვი, იფნურა, ფარსმანდუქი ანუ მელაკუდა, ყაზახა, იები, ქართული ზამბახი (ენდემური), შავი ნარი.
ორთაჭალის მიდამოებში ეკოლოგიური პირობების შესატყვისად გავრცებულია, როგორც სტეპებისათვის, ისე ტყისათვის დამახასიათებელი ცხოველები. ტყის ცხოველებმა ადამიანის ძლიერი ზემოქმედება განიცადა, რადგანაც ტყის მოსპობის შემდეგ მათ ძლიერ შეუმცირდათ საარსებო არეალი.
ორთაჭალაში იშვიათად, მაგრამ მაინც ვხვდებით როგორც მთის, ისე სტეპის მელას, აგრეთვე ტურას. მნიშვნელოვანი რაოდენობით გავრცელებულია კურდღელი. ბევრია თეთრყელა კვერნა, დედოფალა, ტყის კატა. ბაღ-ბოსტნებში და ბუჩქნარებში ბინადრობს ზღარბი.
მტკვარზე მომრავლდნენ თოლიები. ხშირად ჩანს მინდვრის ბეღურა, ტოროლა, წიწკანა, ოფოფი, კაჭკაჭი, ყვავი, შოშია, გულწითელა, ჭინჭრაქა, შაშვი, კოდალა, გუგული, ჭოტი, ბუ, ძერა, ქორი.
ქვეწარმავალთაგან გავრცელებულია: ხმელეთის კუ, სხვადასხვა სახის გველი, ამფიბიებიდან - გომბეშო.
მტკვარში მოიპოვება: მტკვრის ციმორი და ტობი, წვერა, შამაია, ქაშაყი, ხრამული, მტკვრის გოჭალა, კობრი, კარასი და სხვა.
ორთაჭალაში, მტკვრის სანაპიროზე ხშირად შეხვდებით მოყვარულ მეთევზეებს ანკესებითა და თევზსაჭერი ბადეებით.